მთავარზე დაბრუნება

ებრაელები საქართველოში

ებრაული გვარები

კალენდარი

ბიბლიოთეკა

ვისწავლოთ

გახსოვდეთ ჰოლოკოსტი

მეგობარი საიტები

წინასიტყვაობის მაგიერ

მინდა მივმართო პატივცემულ მკითხველს, მივმართო წრფელი გულით და იმ შემართებით რა შემართებითაც ვწერ წინამდებარე სიტყვებს:  რაოდენ გულნატკენი არ უნდა იყოთ თქვენს გარშემომყოფ სამყაროზე, რაოდენ  არ უნდა შეგიპყროთ სევდამ, გახსოვდეთ! ბოლოს და ბოლოს, მოიძებნება მინიმუმ ხუთი ისეთი ადამიანი, რომლებსაც ისე უყვარხართ, რომ თქვენი გულისათვის სიცოცხლეს დათმობენ. როგორც მინიმუმ თხუთმეტ ადამიანს დიდი თუ პატარა დოზით უყვარხართ. თქვენ დაინახავთ, რომ თქვენს სულში წარმოქმნილი სიცარიელე ახლავე შეგიძლიათ შეავსოთ, თუ ადამიანებს სიკეთეს გაუკეთებთ. გარშემო იმდენი ადამიანია, რომელთათვისაც მხოლოდ ერთი თქვენი კეთილი სიტყვა ბედნიერების დიდ ნაწილს მიანიჭებს! დაიჯერებთ, რომ გარშემო მყოფ ადამიანთა შორის, დროთა განმავლობაში, ვიღაცა შენთვის იმ ადამიანზე უფრო მეტად გაიბრწყინებს, ვინც ბავშვობაში შენს იდეალად მიგაჩნდა. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც თქვენ ვიღაცას არ უყვარხართ, არის ის, რომ სურს ისეთივე იყოს, როგორიც თქვენ ხართ და არ ძალუძს . მხოლოდ თქვენი ღიმილიც კი გაახარებს ვინმეს, თუნდაც მას არ უყვარდეთ. მაშინაც კი, როცა ძალიან დიდ სისულელეს სჩადიხართ, ამისაგან რაღაც მაინც გამოდის კარგი. როცა ფიქრობთ, რომ სამყარომ ზურგი შეგაქციათ, კარგად შეხედეთ: ეს თქვენ შეაქციეთ სამყაროს ზურგი. როცა რაღაცის მიღწევა გსურთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ არაფერი გამოგივათ, მართლაც არაფერი გამოგივათ. მაგრამ თუ გჯერათ საკუთარი თავის და გჯერათ რომ გამოვა ადრე თუ გვიან, მიიღებთ იმას, რაც ასე გსურთ. გაიხსენეთ ხშირად კომპლიმენტები, (მეუღლის, შვილების)  რომელსაც გეუბნებიან, დაივიწყეთ ბოროტი გამოთქმები თქვენს მიმართ და დაცინვა. (მეუღლის, შვილების, ახლობლების თუ ასეთები გარშემო გახვევიათ).ყოველთვის გულახდილად უთხარით ადამიანებს, თუ რას ფიქრობთ მათზე. თქვენთვის ბევრად ადვილი იქნება, თუ მათ ეს ეცოდინებათ.

თუ საუკეთესო მეგობარი გყავთ, ნუ დაგავიწყდებათ იმის თქმა, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის. გაიხსენეთ, რომ პლანეტაზე მილიონობით ადამიანმა განიცადა ის, რასაც ახლა თქვენ განიცდით და ხელახლა იპოვა ბედნიერება.

ამბობენ, რომ საკმარისია მხოლოდ ერთი წუთი განსაკუთრებული ადამიანის შესამჩნევად, მხოლოდ ერთი საათი – მის შესაფასებლად, და მხოლოდ ერთი დღე - მის შესაყვარებლად, მაგრამ შემდეგ საჭიროა მთელი ცხოვრება მის დასავიწყებლად. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა დაკარგოთ იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება... აუცილებლად დადგება ბედნიერი დღეები!

 

 

About Us | Site Map | Privacy Policy | Contact Us | ©2003 Company Name