თუ თქვენ ჭეშმარიტად გწამთ, რომ გა-ნი დაგეხმარებათ, მაშინ რა უნდა თქვენს სახეზე უბედურებას და განგაშს? და თუ თქვენ ამისი რეალურად გჯერავთ-იხარეთ!!
მიანიჭო სიხარული საკუთარ თავს ანალოგიურია იმისა, რომ პრერიის მაცხოვრებელმა, აღწეროს მთების დიდებულება. ჩვენს წარმოდგენაში ბედნიერება არის: მხიარული კაცის მომღიმარი სახე და დაკმაყოფილებული გამოხედვა. მაგრამ სიხარული უნდა იყოს შინაგანი, როგორც ლამფის შიგნით არსებული დამაბრმავებელი შუქი, შუქი გაგრძელებული და მუდმივი. არა დაწვადი, უსაზღვრო ოპტიმიზმის შემანარჩუნებელი, ცხოველი და ძლიერი, რომელიც ელოდება მომენტს, რომ ამოხეთქოს, როგორც ცუნამი, რომელიც ანადგულებს ყველაფერს თავის გზაზე.
ვინც თავის მოწყენილობაზე წუწუნებს, მისთვის ერთადერთი პასუხია:
მოწყენილობა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რისიც ჩვენ გვჯერა; სხვა სიტყვებით-ეს არის რეალობის უარყოფა. იმის უარყოფა, რომ არსებობს გ-ნი, რომელიც მართავს ყველა თავის ქმნილებას, უყურებს და ეხმარება ყველას და აშ.....
დეპრესია ბოროტმოქმედება არარის, მაგრამ ის შემძლეა ჩაამწყვდიოს ადამიანი საკანში, ისეთში, რომელშიც ბოროტმოქმედება და კრიმინალი ვერ ჩაგამწყვდევს.
დეპრესია-ეს ჩვენს შიგნით არსებული თვითმკვლელი ელემენტების შეთქმულებაა, დეპრესიაში ჩავარდნილი ადამიანი აღარაფრად არ ვარგა!!!
ებრძოლეთ დეპრესიას, როგორც მოსისხლე მოკვდავ მტერს!!! გაექეციტ მას ისე, როგორც გაექცეოდით თვით სიკვდილს!!
მოწყენილობა თვითგაღმერთების უკიდურესი ფორმაა.
ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია, (მის ხელსი რომ იყოს ყველაფერი) რომ შეუძლია ყველაფრის ამოტრიალება-გამოართვას ხელიდან შემოქმედს ქვეყნიერების ბედიღბალი, ჩაშალოს მისი გეგმები.
იცით თუ არა, რომ სამყარო მუდმივად ადის მაღლა-ერთიანობისკენ. ყოველი ფოთლის, ნაზი სიოს, სამყაროს ყველაზე უმცირესი ნაწილაკის ნაბიჯიც კი ამ მიმართულებითაა.... თვით მოვლენები, რომელიც გვეჩვენება უკუსვლებად, სინამდვილეში ამ აღმასვლის ნაწილია, როგორც ათლეტი გადახტომის წინ იკუზება, როგორც ზამბარა, სანამ გამოსცემს თავის ენერგიას იკუმშება.
არავის არ შეუძლია ერთი წამითაც, რომ გააჩეროს ეს მოძრაობა. რათქმა უნდა შეგიძლია აიღო შენს თავზე და იმუშაო თავდაუზოგავად, თანაც ძლიერ, რომ გამოასწორო ის, რაც დააშავე. მტვერი დალაგდება და შენ აღმოჩნდები ზუსტად იმ ადგილას, სადაც უნდა იდგე-ერთი ნაბიჯით წინ.
ცივსისხილიანობისა და უღმერთობის შორი ძალიან თხელი საზღვარია. ადამიანმა
უნდა იმსახუროს ცხელი გულით.
არსებობს ბევრნაირი დაბრკოლება; შიგნით და გარეთ, ადამიანებს შორის, დაბრკოლება აკეთო სიკეთე, საკუთარი აზრის და ეჭვების დაბრკოლება. აგრტვე პირადი შეზრუდულობის დაბრკოლება;
სიხარული ამსხვრევს ყველა ამ დაბრკოლებას!!!
ზოგჯერ საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას: „როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, როცა არ ვარ“? რათქმაუნდა გრძნობებს ვერ უბრძანებ, მაგრამ აზრებს, სიტყვებს და საქმეებს კი!!! გააკეთე რაიმე უბრალო, მიეცი ნება კარგ აზრებს, ისაუბრეთ კეთილი სიტყვები, თავი ისე დაიჭირეთ თითქოს ბედნიერები ხართ-მაშინ როდესაც შინაგანი ბედნიერება არ გაქვთ.
დროთა განმავლობაში სულის შინაგანი სიხარული გაიმარჯვებს-გარეთ გამოიჭრება!!
თქვენ აღმოაჭინეთ რომ განადგურებულნი ხართ-გაიგეთ რა თქვენი ნაკლოვანებები?! წარმოიდგინეთ, რომ იპოვეთ ექიმი, რომელმაც აგიხსნათ თქვენ მრავალწლიანი ტანჯვის მიზეზები და მოგცათ რეცეპტი-გზა, რომელიც გამოგაჯანმრთელებთ...ნუთუ თქვენ არ შეიგრძნობთ დიდ სიხარულს და არ მოგეშვებათ გულზე?!
ხშირად დეპრესია ქედმაღლობისგან გვემართება. გაანალიზებთ რა ვინ ხართ არ გექნებათ იმედგაცრუება..
ყოველთვის უნდა იფიქრო რაღაც კარგზე... ცარიელი ტვინი ვაკუუმია, რომელიც დამანგრეველ ახრებს ბადებს..
სადაც თქვენი აზრებია-იქ ხართ თქვენც... ეცადეთ ყოველთვის იყოთ კარგ ადგილას...
თუ მთელი დღე ფიქრობთ საკუთარ თავზე-დეპრესია გარნტირებული გაქვთ....თუნდაც ერთი საათი იფიქრეთ დღეში, რომ ვინმეს დაეხმაროთ.
თვითკმაყოფილება ბადებს განგაშს. თავი, რომ იგრძნო ჯანმთელად უნდა შეიგრძნო გარემო ცხოვლისმყოფელად, ეცადო გაუგო მათ ვინც გარშემოა, შემოიტანო მეტი სინათლე.
მოწყენილობა იაფფასიანი გამართლებაა მათთვის, ვინც სცილდება თავის თანიშნულებას (მისიას); შეიგრძნობ რა შენს მიზანს ადვილად გაექცევი მოწყენილობას..
ადამიანს ვინც მხდალია ხალხთან ურთიერთობაში:
მეტი ურთიერთობა და მუშაობა სხვებთან... მალე თქვენ გაიგებთ რომ სხვებზე არანაკლებად გამოგდით ყველაფერი... ამ დროს თქვენი სულის შინაგანი ძალა გაბრწყინდება....
ყველაფერი რაც ხდება, მოდის მისგან-ის კი მხოლოდ სიკეთეა, მაგრამ თუ თქვენ და თქვენი სამყარო არარის მზად მიიღოს ეს სიკეთე, მაშინ მიიღებთ ბოროტებას.. იმუშავეთ იმაზე, რომ დაინახოთ სიკეთე, იფიქრეთ პოზიტივზე და სიკეთე გაიხსნება თქვენთვის.
ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობა (როგორც გა-მა ჩაიფიქრა) არის იყოს ბედნიერი.. შეხედეთ ბავშვებს და დარწმუნდებით ამაში...
ყველაფერი უნდა აკეთო სიხარულით, თვით მონანიებაც კი.
ადამიანებს გა-ნის საუფლო წარმოუდგენია, როგორც რაღაც სერიოზული, რომელიც ჩაგაგონებს მოკრძალებას და სიმხდალეს-არა!!!! სინამდვილეში იქ სადაც გა-ნია სიხაული მეფობს!!!
აი რატომ არის ყველა გაელვება დღესასწაული ბედნიერებით სავსე. რადგან ყველა გაელვებით ჩვენ ვასრულებთ მისიას მოვიტანოთ სამყაროში ღვთიური... ეს არ ეხება მხოლოდ ისეთ თვალითხილულ მხიარულ საქმეებს, როგორიცაა აზროვნება, სწავლა, ლოცვა და აშ.. არამედ ყოველდღიურობასაც- მაგალითად ფულის შოვნას და აშ... ყველაფერი ეს შეცნობის და ჩვენს ქვეყანაზე აღქმის გზებია...
და სადაც არის გა-ნი, იქ ძალა და სიხარულია!!!
ადამიანი ბედნიერია მაშინ, როცა იცის, რომ გააჩნია რაღაც ძვირფასი. განსაკუთრებით ბედნიერია მაშინ, როცა გრძნობს, რომ მცირეა, მაგრამ ფლობს რაღაც ძალიან დიდს. ჩვენ უსაზღვროობის მთლიანი მესაკუთრეები ვართ!!!
არსებობს სიბნელე და არსებობს სინათლე, შესაბამისად არსებობს განსაზღვრებებიც, მაგრამ თუ დავუკვირდებით მხოლოდ სიბნელეა ჩარჩოში მოქცეული. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ბნელი სარდაფი ან შახტა, რომლებშიც სიბნელე არის ერთიდაიგივე, ვერავინ იტყვის, რომ ერთგან უფრო ბნელა ვიდრე მეორე მათგანში. მაგრამ საკმარისია, რომ ასანთი ღერს მოვუკიდოთ და ეს სიბნელე უკვე იფანტება და გზას უთმობს სინათლეს. რაც შეეხება სინათლეს იგი უსასრულოა, ასანთის ღერზე დიდი სინათლე ფანარს აქვს, ფანარზე დიდი ოთახის ელექტრო განათება, ხოლო მასზე დიდი პროჟექტორს, რომელიც ღამის წყვდიადს დღედ აქცევს ხოლმე. ხოლო მასზე დიდი სინათლე მზეს და კიდევ არსებობს იმხელა ვარსკვლავები, რომელთან შედარებით მზის სინათლეც არაფერია და ასე გრძელდება უსასრულოდ....
ადამიანის გულში, რაც არუნდა წყვდიადს ჰქონდეს მოცული იგი საკმარისია სინათლის ნაპერწკალი, რომ იგი უსასრულოდ განათდეს....
მოიპოვო ზეცა დედამიწაზე .....
დასაწყისში ზეცა იყო აქ, მიწაზე.....
მაგრამ, ადამიანმა შეცნობის ხის, ძმათამკვლელობის და ყველა იმ ცოდვის საშუალებით, რაც ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, ნაბიჯ-ნაბიჯ გააძევა ღვთიური არსებობა სახლიდან.
რადგან ადამიანმა გააძევა იგი, ისევ ადამიანმა უნდა დააბრუნოს უკან და ეს დაიწყო აბრაჰამმა, რომელმაც განაცხადა ერთობა და ერთიანობა ყველა სამყაროების.
ჩვენ დავამთავრებთ ამას. ჩვენი თაობა დააბრუნებს ზეცას დედამიწაზე.
ყველა თაობას აქვს თავისი როლი ისტორიაში. წინა თაობებმა დაგვიტოვეს მემკვიდრეობად მდიდარი აზროვნება. ფილოსოფია, ჭეშმარიტება, სიბრძნე და დანიშნულება. ჩვენ ჯუჯები ვართ, რომლებიც ვდგავართ ჩვენი წინაპრების დიდებული საქმეების და იდეების მხრებზე. ბედი და ვალდებულება ჩვენი თაობისა არის ოცნების მატერიალიზება....
ის ვინც კაბალას სწავლობდა, იცის: ჩვენი და ანგელოზების სამყაროს იქით არსებობს უთვალავი სხვა რაოდენობები (სამყაროს)-რომელიც სავსეა ღვთიური შუქით, სილამაზით და (სამყაროების) ერთობლიობით.
მაგრამ ყველაზე მთავარია ის რომ ეს ყველაფერი შექმნილია ერთადერთი მიზნით: გ-ჩენს უნდა მოიპოვოს ნავთსაყუდელი ჩვენ მიწიერ სამყაროში.
ცხოველები უყურებენ ვარსკვლავებს, ანგელოზები კი სულების სამეფოს არიან მიჯაჭვულნი, ადამიანი კი არის ხიდი გ-ჩენისა დედამიწისა და ცის შორის. ჩვენი სხეული მტვრისგანაა სექმნილი-სული ღვთ-ური არსისგან. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ მატერიალურ ცხოვრებას და დავინახოთ სულიერი, სილამაზე; ჩვენ ვართ ცაშიც და მიწაშიც, ფორმაში და მატერიაში, სხეულში და სულში-მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი გაერთიანება.
მათ გააძევეს გ-ნი
მათ განაცხადეს ის ძლიერ წმინდათ, სრულყოფილად ჩვენი სამყაროსთვის და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის არ განეკუთვნება ჩვეულებრივს-ყოველდღიური მოვლენების სვლას.
ამ წესით მათ გააგდეს (ის) მისივე ბაღიდან ლოცვების, მედიტაციის სამეფოში. გაამგზავრეს რა იგი განდევნილობაში, დატოვეს მისი ქმნილება ცივ საპყრობილეში.
და ის თხოულობს: „დამაბრუნეთ მე ჩემს ბაღში, იქ სადაც ვიმყოფებოდი ყველაფრის დასაწყისში.
არიან ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრ კეთილს აკეთებენ, მაგრამ ამას აკეთებენ დარდით, რადგან სამყაროს აღიქვამენ ცუდ ადგილად, აკეთებენ სიკეთეს, მაგრამ სინათლის, სიცოცხლის ძალის და ენთუზიაზმის გარეშე. ვინ იცის ეს რამდენ ხანს გასტანს?!
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ სამყარო, რომელიც გარს გვარტყავს არარის ბნელი ტყე, არამედ არის ბაღი და უბრალო ბაღი ბაღი, არამედ ისეთი ბაღი, რომელიც ანიჭბს სიხარულს თავად გ-ნს. სავსე სილამაზით, საოცარი ნაყოფებით და არომატებით სავსე, ადგილია სადაც გა-ნს სურს იყოს მთელი თავისი არსით-ჩვენ უბრალოდ უნდა გავაღწიოთ ეკლებს იქით, რომ დავინახოთ ნაყოფი.
რაც მაღლა ადის ვინმე, მით უფრო დაბლა შეიძლება დაეცეს, ეს ეხება ყოფიერების ყველა დონეებს! თუმცა თუ ისეთ ადგილას აღმოჩნდებით, რომელიც ერთი შეხედვით სულიერებას მოცილებულად მოსჩანს არ დაკარგოთ იმედი-ყველაზე დაბალ წერტილზეც კი შეგიძლიათ სიმაღლეს (სულიერ) მიაღწიოთ.
გ-ნი უბრალოდ დიდებული კი არარის, იგი უსაზღვროა, მარტო დიდებული რომ იყოს პატარა მისგან იქნებოდა მოშორებული და მოზრდილი კი ახლოს, უსაზღვროსთვის არა არის „დიდი“ და „პატარა“; ის ყველგანაა, და ის შეგიძლია იპოვო იქ, სადაც მას სურს რომ იპოვონ.
პირველად მოვხვდი რა იეშივაში, თავით ჩავეშვი ჩემთვის ახალ სამყაროში, მალე მივხვდი, რომ წონასწორობას ვკარგავდი, სწორედ იმ დროს გავიგე რებეს სიტყვა, რომელიც გახდა ჩემი გზამკვლევი.
თალმუდი გვიყვება რომ... ოთხნი შევიდნენ ბაღში (მისტიური საიდუმლოების) ერთი მოკვდა, მეორე გაგიჟდა, მესამე ურწმუნო გახდა. რაბი აკივა სევიდა და გამოვიდა მშვიდობით.
რატომ შეძლო რაბი აკივამ მშვიდობით გამოსვლა? იმიტომ რომ შევიდა მშვიდობით შეათავსა სულიერი მატერიალურთან, სული სხეულთან, დაინახა ორივეს მიზანი. შედიოდა რა სულიერში, მან იცოდა, რომ მატერიალურში დაბრუნდებოდა, ხოლო მატერიალურში დაბრუნებისას-მოიტანა სულიერი სამყარო.
ყველა ადამიანი არის მიკროკოსმოსი, მოდელი მთელი ქმნილებებისა, რომელიც ადგენს ჰარმონიას მატერიალური ცხოვრების და ღთიურ სულს შორის, მას მოაქვს ჰარმონია ცასა და დედამიწას შორის.
რაბი შნეურ ზალმანი ლიადიდან, (ხაბადის სკოლის დამაარსებელი) ლოცულობდა ქიფურის დღეს-ყველაზე წმინდა დღეს. ლოცვისას ბოლომდე იყო ჩაშვებული სულის გასუფთავებაში. მისი ყოველი სიტყვა იყო ცეცხლივით, მისი სიტყვებით მიღებული მელოდია და მტვერი, რითიც ისინი წარმოითქმებოდა, ხელი შეუწყო ყველა იქ მყოფს სულიერ ამაღლებაში. უცებ იგი გაჩუმდა მოიცილა ტალითი და გავიდა სინაგოგიდან. ჩქარა მიაღწია ქალაქის განაპირა უბანს, სადაც ბნელი მიწურიდან მოისმოდა ახალდაბადებულის ხმა. რებე შევიდა შიგნით დააპო შეშა და გააჩაღა ცეცხლი...მოხარშა ბავშვის დედისთვის წვნიანი, რომელიც უსუსურად იწვა საწოლზე და ისევ დაბრუნდა სინაგოგაში და განაგძრო ლოცვა...
მიაქციეთ ყურადღება რებემ წაიძრო ტალითი, იმის გამო, რომ ვინმეს დახმარებოდა...დატოვეთ თქვენი ლოცვების სამყარო და შედით ახლობლის სამყაროში...არ შეგიძლია დაეხმარო, როცა იმყოფები მაღლა, ეს შესაძლებელია მხოლოდ შინაგანი შეღწევის გზით...
ქმნადობის ძველ წიგნში წერია: „თუ შენი გული მიილტვის წინ, დაუბრუნდი ერთიანს(მთლიანს)“.
არის ხოლმე, რომ თქვენ შეპყრობილი ხართ შთაგონებით, მაღლდებით რა ყოველდღიური ცხოვრების მოწყენილობაზე, ამ წუთებში უნდა „დაუბრუნდე ერთიანობას“-მიწის და ცის ერთიანობას. უნდა ისარგებლოთ ამ ამაღლებული მგდომარეობით და იფიქროთ იმაზე, რომ ამან ფპოვოს ასახვა ყოველდღიურობაში.
თავიდან იყო ერთი, მშვიდობა, სიმშვიდე არიყო, და არც არავისთან იყო საჭირო სიმშვიდე და შერიგება, იყო მხოლოდ ის.
მერე განდა ვიღაცა,მერე უმრავლესობა. ამის შემდეგ ყველა მიმართულებით არსებობს უსაზღვრო კაკაფონია.
მესამე დღეს გ-მა შექმნა სიმშვიდე, დასვენება. სამყარო არარის ერთფეროვნება, იყო ამ სამყაროში არ ნიშნავს იაზროვნო ერთნაირად. მშვიდობა არის როცა უმრავლესობა პოულობს უმაღლეს ერთიანობას.
არსებობს მოწინააღმდეგეების გაერთიანების სამი გზა:
პირველი- ძალის გამოყენებით, რომელიც აღემატება მოწინააღმდეგე ძალების შესაძლებლობებს-აიძულო ისინი დაგემორჩილონ. როდესაც აღმოჩნდებია ამ ძალის ზეგავლენის ქვეშ-მათ შორის მშვიდობაა. მაგრამ არსებითობა არა მხოლოდ მშვიდობაშია, ეს არსებითობა იგნორირებულია.
მეორე გზა არის კომპრომისის გზა-ორივე მხრისთვის საშუალო წერტილი. შედეგად ის იქნება, რომ ისინი იცხოვრებენ მშვიდობით იმ საკითხებში, სადაც მათი ინტერესები დაემთხვევა, ხოლო სხვა შემთხვევებში, ისინი ისევე დაცილებულები იქნებიან და გახლეჩილნი, შორს ერთმანეთისგან, როგორც ადრე.
მესამე გზა-თორის გზა. აუცილებელია გაამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ყველა ქმნილების არსი, მათ შორის ამათიც არის ერთიდაიგივე. თორა примиряет სულიერი მატერიალურთან, ხაზს უსმევს რა იმას, რომ ყველა ქმნილების არსი არის შემოქმედის ერთიანობა.
ლუბავიჩის ხასიდებთან ყოფნის დროს, მე შევხვდი ერთ მუსიკოსს, რომელთანაც ერთად ვუკრავდი და მერე შევქმენით ისტორიაში პირველი ხასიდური მძიმე როკ-ჯგუფი-სახელად „ბაალ შემ ტოვ“-ი. გადავამუშავეთ რა ცნობილი ხასიდური მელოდიები, ვუკრავდიღ როკის რითმში და სტილში. ცნობილ ამერიკულ ჟურნალში "Village Voice", რომ ჩვენ დაელექტროებულები ვართ. ჩვენ შემოგვიერთდა მაროკოელი ებრაელი-დასარტყამი ინსტრუმენტი, (მოღვაწეობდა ცნობილ ფრანგულ ჯგუფში) რომელმაც მოგვიყვა, როგორ შეხვდა რებეს პირველად და უთხრა, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს მუსიკა და დაუბრუნდეს ბავშვობის რელიგიურ ცხოვრებას.
უცებ რებემ განუცხადა მას:
შემთხვევითი არაფერი არარის, ყველაფერს აქვს თავის მიზეზი. რაც კი თქვენ გზაში შეგხვედრიათ თუ ეს დაუსრულებელი ბოროტება არარის-შეიცავს ღვთიურობას, თქვენ რათქმაუნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ მუსიკა- “თქვენი როკმუსიკა“ კეთილი საქმისთვის, რათა აღაზევოთ როკის სამყარო.

