მთავარზე დაბრუნება

ებრაელები საქართველოში

ებრაული გვარები

კალენდარი

ბიბლიოთეკა

ვისწავლოთ

გახსოვდეთ ჰოლოკოსტი

მეგობარი საიტები

ებრაელები საქართველოში

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ებრაელები განდევნილ იქნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოს უდიდესი ნაწილიდან და განსახლდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ განადგურებისა და ასიმილაციის მუდმივი შიშით, მაგრამ ასეთ საფრთხეს არასდროს ჰქონია ადგილი საქართველოში. ანტიკური დროიდან ამ ქვეყანაში ეს ორი ხალხი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ურთიერთპატივისცემით, ერთიანი გაგებით და ა.შ.

ებრაელები ქართველებს იცნობენ ანტიკური ხანიდან და პირიქით. ცნობილია, რომ საქართველოს შესწავლა იერუსალიმში ჩაისახა XII საუკუნეში, ხოლო ებრაული პრობლემატიკის შესწავლას საქართველოში ძველი ტრადიციები გააჩნია.

ქართული წყაროები ბიზანტიის იმპერიიდან ებრაელთა დასავლეთ საქართველოში ჩამოსვლას VI საუკუნეს მიაკუთვნებენ, ხოლო ებრაელთა უფრო ფართო მიგრაციას 3,000 კაცის რაოდენობით ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოში. ძველი ქართული საისტორიო ნაწარმოებები ებრაელთა პირველი ტალღის გამოჩენას უკავშირებენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებას. `ქართლის ცხოვრების~ მიხედვით, ამ მეფემ დაანგრია და გაანდაგურა იერუსალიმი და სწორედ მის მიერ დევნილი ებრაელები მოვიდნენ ქართლში. იერუსალიმის დაცემა მოხდა ძვ.წ. 586 წელს და ეს ის დროა, როდესაც ებრაელი დევნილები შემოვიდნენ ქართლში. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ იმიგრანტებმა მიმართეს მცხეთის გამგებელს მიეცა მათთვის დასახლების უფლება, რისთვისაც შესაბამის თანხას გადაიხდიდნენ. მცხეთის გამგებელმა გაუწოდა დახმარების ხელი ამ უმწეო ლტოლვილებს და `გამოჰყო მათთვის მდინარე არაგვის სანაპიროს ნაწილი, რომელსაც ერქვა ზანავი და გახდა მათი მიწა~. მოგვიანებით ეს ებრაელები გადავიდნენ ამ ადგილიდან სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, რომლებიც სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. მოქცევაი ქართლის ქრონიკა ებრაელთა ამ დასახლებას მცხეთაში ათარიღებს ძვ.წ. 169 წლით.a

აშკარაა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ებრაულმა მოსახლეობამ თავიდანვე ისწავლა ქართული ენა, ებრაელები შრომობდნენ და იბრძოდნენ ქართველთა მხარდამხარ, ვინაიდან საქართველო მათ მეორე სამშობლოდ გადაიქცა. ამიტომ ისინი მოღვაწეობდნენ და ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის ისევე როგორც ქართველები. ქართველებსა და ებრაელებს ჰქონდათ ერთნაირი უფლებები და სამართლებრივი თანაფარდობა, რომლებიც მათ შორის არასოდეს დარღვეულა.

1800 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 3,3 ათასი ებრაელი;  1832 წელს - 4,0; 1865 წელს - 7,8;  1886 წელს - 11,7;  1897 წელს - 17,2; 1926 წელს - 30,115; 1939 წელს - 42,480; 1959 წელს - 51,6; 1970 წელს - 55,4; 1979 წელს - 28,3; 1989 წელს - 24,8
1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 21,471 ქართველი ებრაელი.
1959 და 1970 წლების მოსახლეობის აღწერების მონაცემების მიხედვით საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველი ებრაელების რიცხვმა 1970 წელს მიაღწია 43,000. მათგან დაახლოებით 70% მომდევნო დეკადაში ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.
ქართველი ებრაელები უმეტესად ცხოვრობდნენ თბილისში, ქუთაისში, კულაშში, ცხინვალში, გორში, ონში, საჩხერეში, სენაკში, ზუგდიდში, აგრეთვე საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში.
საბჭოური აღწერის მიხედვით 1979 წელს იყო 28,300 ებრაელი, ხოლო 1989 წელს - 24,800.

1991 წლის ბოლოსათვის საქართველოში ცხოვრობდა 21,700 ებრაელი.
1989 წელს ემიგრაციაში წავიდა 488 ებრაელი. 1990 წელს ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად 1,603 ებრაელი, მათ შორის თბილისიდან - 911. ეკონომიკურად და სოციალურად ქართველი ებრაელები კარგად იყვნენ ინტეგრირებული საქართველოს მოსახლეობასთან. სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრებ ებრაელებთან შედარებით ქართველი ებრაელები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ემიგრაციაში წასასვლელად.
1993 წლის დასასრულისათვის საქართველოში ცხოვრობდა 14,500 ებრაელი. საქართველოდან ისრაელში ებრაელთა იმიგრაცია იყო მაღალი: 1992 წელს საქართველოდან ისრაელში წავიდა - 2,595 კაცი, ხოლო 1993 წელს - 3,750. ებრაელთა იმიგრაციამ საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეადგინა 1992 წელს 305 კაცი, ხოლო 1993 წელს - 345.

წყაროები:
_ მ.ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები (ინგლისურად); თბილისი 1994, გვ.3-4;
_ რ.მეტრეველი, ებრაელები საქართველოში, თბილისი 2002, გვ.26-31;

 

 

About Us | Site Map | Privacy Policy | Contact Us | ©2003 Company Name